პარფიუმერიაში, რომლებიც თბილისში პოპულარულია, მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა-კვლევის შედეგები

117
SHARE

ვებგვერდის „მომხმარებელი.ჯი“ ინფორმაციით, პარფიუმერიის ხუთ ნიმუშში ​პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
კვლევის ავტორების თანახმად, ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. მათივე ინფორმაციით, კვლევა ჩაუტარდა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე – მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე” – ნათვამია კვლევაში.

ვებგვერდის ინფორმაციით, მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქციაში: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy, თმის საღებავი CLAIROL , თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline, ფრჩხილის ლაქი Olivia.

FB კომენტარები

კომენტარი