პარლამენტმა ვიქტორია ბექჰემი გააკრიტიკა – რა მიუღებელი ტენდეციის დამკვიდრებას ცდილობს დიზაინერი

264
SHARE

დიზაინერი ნული ზომა მკერდის მქონე მოდელების პრობლემების განხილვაზე არ გამოცხადდა.

ბრიტანელმა კანონმდებლებმა მრგვალი მაგიდა მოიწვიეს, რომელზეც მოდურ ჩვენებებში ნულოვანი მკერდის მქონე მოდელების მონაწილეობის შესაძლო აკრძალვა უნდა განეხილათ. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ფეშენ-ინდუსტრიაში ასეთი ტიპის გოგონების გამოყენება, ხელს უწყობს არასასურველი ტრენდის დამკვიდრებას.

690x1035_1_e1ecddd40da9e51967db6078f38f150d@700x1050_0xd42ee42a_17245692071445956445

 მოდური ჟურნალ ELLE-ს ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, ბრიტანელმა პარლამენტარებმა მოწვევა უმსხვილეს სამოდელო სააგენტოებსა და ცნობილ დიზაინერებს გაუგზავნეს. მოწვეული სტუმრების სიაში ვიქტორია ბექჰემიც ფიგურირებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ, საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ მის ჩვენებაში, ნული ზომა მკერდის მქონე მოდელების გამოყვანისთვის.

განხილვის ინიციატორმა, დეპუტატმა კეროლინ ნოუქსმა მოგიანებით განაცხადა, რომ აქტუალური საკითხის განხილვაზე მოწვეული სტუმრებიდან , მათ არც ერთი არ გამოხმაურებიათ და არც მრგვალი მაგიდის შეკრებაზე არ გამოცხადებულან.

„ეს ნამდვილად სირცხვილია! ვიქტორია ბექჰემმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ქმნის კოლექციებს ყველასთვის. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი,რომ ეს პრაქტიკაში დაემტკიცებინა. მაგრამ, ახალი კოლექციის დემონსტრირებისას, მან ყველაზე მეტად გამხდრები ამოირჩია“, – განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა.

ბრალდების საპასუხოდ ბექჰემის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ დიზაინერმა პარლამენტარებისგან მოწვევის შესახებ არაფერი იცოდა და ამას გარდა, იმ დროისთვის ის შვებულებაშიც იმყოფებოდა.

esaaa 1800192_631954583524444_484148780_n 12003335_908816312504935_7927975990427105320_n

12019956_908156619237571_6958195567003007006_n

FB კომენტარები

კომენტარი