პარიზში Pirelli 2017-ის კალენდარი წარმოადგინეს (ფოტო, ვიდეო)

227
SHARE

პარიზში Pirelli 2017-ის კალენდარი წარმოადგინეს, რომლის ავტორი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგია. გადაღებებში 14 ცნობილმა მსახიობმა მიიღო მონაწილება. მათ შორის ნიკოლ კიდმანმა, პენელოპა კრუზმა, უმა თურმანმა, ჯულიანა მურმა და სხვებმა.

Pirelli-ს კალენდრის გადაღებები ხუთ ადგილას – ბერლინში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და საფრანგეთის ლე-ტუკეს რაიონში მიმდინარეობდა. კალენდარი 49 კადრისგან შედგება – ესენია პორტრეტებიც და პეიზაჟებიც, რომლებიც პლაჟზე, თაიმს სკვერზე, მიტოვებულ სასტუმროებში, სწრაფი კვების ობიექტებში და სტუდიაშია გადაღებული.
„მე მოვიწვიე საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი მსახიობები, რათა პორტრეტის მნიშვნელობის გადახედვა მოხდეს. მსურს ქალების მუდმივი ახალგაზრდობის და სრულყოფილების ფეტიშისგან გათავისუფლება“, – აცხადებს ფოტოგრაფი.
ცნობისთვის, ლინდბერგის გადაღებებში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი რუნი მარა 31 წლისაა.

იანვარი 

gallery-1480408286-nicole-kidman

gallery-1480408832-robin-wrightაპრილი

gallery-1480408665-julianne-mooreსექტემბერი, ოქტომბერი

gallery-1480408376-uma-thurman

ოქტომბერი, ნოემბერი

FB კომენტარები

კომენტარი