პარიზში 2 მილიონ ევროდ შეფასებული მიტოვებული სახლი იპოვეს (ფოტოკოლაჟი)

243
SHARE



   პარიზში 2 მილიონ ევროდ შეფასებული მიტოვებული სახლი იპოვეს. მისი მეპატრონე მარტა დე ფლორიანი იყო. ახალგაზრდა ფრანგი მსახიობი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ რეჟიმს გაექცა და თავი დასავლეთ საფრანგეთს შეაფარა.
ფლორიანი შინ აღარასოდეს დაბრუნებულა, თუმცა კომუნალურ გადასახებს ის ყოველთვის სტაბილურად იხდიდა. 2010 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, შთამომავლებს დალუქული ბინის გახსნა და შეფასება სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ სახლი ისეთივე იყო, როგორც 40- იან წლებში მის მიტოვებამდე. იქ არსებულ ანტიკვარებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ცნობილი ფრანგი მხატვრის, ჟოვანი ბოლდინის მიერ შესრულებულმა პორტრეტმა მიიპყრო. ბოლდინიმ ქალი 24 წლის ასაკში დახატა, უკან კი მიაწერა: ”სიყვარულით ჟოვანისგან”.
2010 წელს მარტა დე ფლორიანის პორტრეტი აუქციონზე გაიტანეს, ის 300 000 ევროდ იყო შეფასებული, თუმცა საბოლოოდ 2.1 მილიონ ევროდ გაიყიდა.

FB კომენტარები

კომენტარი