პარიზის აეროპორტში 170 კუ დააკავეს

490
SHARE



  ფრანგული საბაჟოს წარმომადგენლების განცხადებით, პარიზში მათ იშვიათი სახეობის კუების პარტიის დაკავება მოახერხეს. ფრანგმა მებაჟეებმა პარიზის შარლ–დე–გოლის აეროპორტში 170 კუს პარტია დააკავეს. ამ ინფორმაციას ტელე–რადიო კორპორაცია “BBC” ავრცელებს.
მადაგასკარული ჯუჯა კუები, რომლებიც უნიკალურ ეგზემპლიარებს წარმოადგენენ, ცხოველთა კონტრაბანდისტებს სკოჩით ჰქონდათ ყუთებში დამაგრებული და დამალული.
ფრანგული ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კუების გადაყვანას კონტრაბანდისტები ლაოსში გეგმავდნენ.
15 კუ გადაზიდვისას დაიღუპა, გადარჩენილებს კი საფრანგეთის სამხრეთში, ცნობილ პარკში „კუების სოფელში“ განათავსებენ.

10801649_578228595654160_3651772181998537646_n

FB კომენტარები

კომენტარი