“პარიზიდან მორალისტობას შეეშვი… შემოვარდი და იჭაჭები” – რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანიტა რაჭველიშვილი და ნიკა გვარამია

6212
SHARE

გუშინ ინტერნეში პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და მერიის სახელზე პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკის” მოწყობას მოითხოვს. პეტიციას ამ დროისთვის 7758 ადამიანი აწერს ხელს, ონლაინ პეტიციის მიზანი 150 ათასი ხმის მოგროვებაა. პეტიციას არაერთი ცნობილი ქართველი შეუერთდა, ისინი მოთხოვნას “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებენ და მეგობრებს თხოვენ, წამოწყებას შეურეთდნენ. თემას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. გვარამია ამ ამბავს პოლიტიკურ სარჩულს უძებნის:
“თბილისის იპოდრომი მინდა გახდეს ცენტრალური პარკი – თვალი მივადევნე, ვინ დაიწყო ეს კამპანია და დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ივანიშვილი ზარზეიმით “აჩუქებს” ერს.
კამპანიაც მაგიტო წამოიწყეს და ძაანაც ნუ აყვებით, ბიძინას თამაშია ჩვეულებრივი.
იპოდრომს “გაჩუქებთ”, და თუ არჩევნებს მოიგებს, ბოტანიკურს წაგართმევთ და სოლოლაკს თავზე გადაგაფშვნით თავისი პანორამით.
ნუ იქნებით გულუბრყვილოები”, – დაწერა ნიკა გავრამიამ.
როგორც აღმოჩნდა, წამოწყების ერთ-ერთი ავტორია ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, რომელმაც გვარამიას პოსტი გააპროტესტა, რის შემდეგაც გვარამიამ თავის სტატუსში შესწორება შეიტანა:
“p.s. Anita Rachvelishvili-ს არ ვგულისხმობ არც იმათ, ვისაც ოდესმე რამე სადმე როგორმე უმღერია. აჰა, დამშვიდდით მომღერალო ფრენდებო, რომლებსაც რატომღაც საკუთარი თავი მოგელანდათ ამ სტატუსის პირვანდელ ვარიანტში”.
პოსტს კომენტარებში ანიტა რაჭველიშვილსა და ნიკა გვარამიას შორის მწვავე კამათი მოჰყვა:

aa5945f1b5-images-new_photo-axali_photos2-society-rachvelishvili-2 e5866127a7-images-new_photo-axali_photos2-society-rachvelishvili

FB კომენტარები

კომენტარი