პარიზთან ნუდისტების სპეციალური ზონა იხსნება – რა უნდა იცოდნენ შიშველმა დამსვენებლებმა

623
SHARE

პარიზის შემოგარენში, საზოგადოებრივ პარკში ნუდისტების სპეციალური ზონა იხსნება. ეს ექსპერიმენტული პროექტია. შიშველი დამსვენებლებისთვის გამოყოფილი ტერიტორია დაახლოებით საფეხბურთო მინდვრის ზომის არის.
ნუდისტების ზონა ვენსენსის ტყეში ოფიციალურად 15 ოქტომბრამდე გაიხსნება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაინტერესებული პირები უკვე გააფრთხილა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაუშვებენ ექსჰიბიზიონისტებს და ვუაიერისტებს. მათი თქმით, ნუდისტების ზონის შესასვლელში გამოკრული იქნება ქცევის წესები.
“ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან გვსურს პარიზში საჯარო სივრცის გამოყენების შესახებ დადგენილ წესებს მივდიოთ, გავითვალისწინოთ ჩვენი მოქალაქეების აზრი და გვქონდეს მიუკერძიებელი მიდგომები“, – განაცხადა პენელოპოს კომიტეტის მერის მოადგილემ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის პარკებზე იღებს პასუხისმგებლობას.
სპეციალური ზონა ნუდისტებისთვის კვირის დღეებში 8 საათიდან 7:30 საათამდე იქნება ღია. მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლება ექსპერიმენტული პროექტის შესახებ დაინტერესებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად აფრთხილებს, რათა ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქცევის წესების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

FB კომენტარები

კომენტარი