პარაცეტამოლი ორსულებისთვის საშიშია!

47
SHARE

ამის შესახებ ადრეც არსებობდა ეჭვები, თუმცა მეცნიერებმა თავიანთი დასკვნებით გაამყარეს ეჭვები.
როგორც წესი, ექიმები ორსულებს ურჩევენ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, წამლების დალევას მოერიდონ, თუ ეს აუცილებელი არ არის. მაგალითად, თუ არ არის მაღალი სიცხე და ტკივილი. ასეთ შემთხვევებში ძირითადად პარაცეტამოლს იყენებენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა ჩვენთან ბევრს გაუგონია ალბათ ადრეც გინეკოლოგებისგან, რომ ამ პრეპარატს ჯობს მოერიდონ. თურმე, ნამდვილად არ ყოფილა ეს მცდარი შეხედულება.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება ნეგატიურად აისახება მამრობითი სქესის ნაყოფის რეპროდუქტიული სისტემის განვითარებაზე. ბიჭებს შეიძლება ჰქონდეთ გენიტალიების განვითარების შეფერხება და ამ სფეროს სხვა პრობლემები, რომლებიც მოზრდილ ასაკში იჩენს თავს – უნაყოფობა და ა.შ.მიზეზი ის გახლავთ, რომ პარაცეტამოლი თურმე აქვეითებს ნაყოფში მამაკაცური ტესტოსტერონის გამომუშავებას.
მეცნიერები ურჩევენ ორსულებს, თავი შეიკავონ ამ პრეპარატისგან და თუ ეს აუცილებელია, მინიმალური დოზა მიიღონ, თანაც, მაქსიმალურად მოკლე ვადებში.

Comments

comments