პანკოს ორცხობილაში ამოვლებული ქათმის ბარკალი – რეცეპტი რესტორან „ვაინშტეფანისგან“

239
SHARE

შემადგენლობა: ქათმის ბარკალი 0.600 გრ; პანკოს ორცხობილა 0.100 გრ; ტემპურა (ბრინჯ-ფქვილი) 0.020 გ; კვერცხი 2ც; მარილი; პილპილი; ზეთი.
მომზადების წესი: ქათმის ბარკალი გავასუფთაოთ, მოვაცილოთ კანი და ისე გავჭრათ, რომ ძვალი ზედ დავტოვოთ, ხორცი ხელით გავაბრტყელოთ. შემდეგ დავასუნელოთ მარილით და პილპილით. წყალში გავხსნათ ტემპურა, დავუმატოთ კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. ქათმის ბარკალი ამოვავლოთ კვერცხში და შემდეგ ორცხობილაში, ასე გავაკეთოდ ორჯერ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი გავაცხელოთ, შიგ მოვათავსოთ ქათმის ბარკლები, და შევწვათ. 20 წუთში კერძი მზად არის.
რესტორანი „ვაინშტეფანი“ – ალ.ყაზბეგის 27

FB კომენტარები

კომენტარი