პაკისტანში ორმა მამაკაცმა დას ფეხები მოაჭრა

918
SHARE

პაკისტანში ორი მამაკაცი იმისთვის იძებნება, რომ დას ფეხები მოაჭრა. ამის შესახებ გამოცემა The Express Tribune იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მუჰამად აფზალიმ და მუჰამად მუნირიმ „40 წლის შარეეფან ბიბის თვალები ამოთხარეს და შემდეგ ფეხები მოაჭრეს“. რის შემდეგაც მიიმალნენ. ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში მიიყვანეს. მისი ქალიშვილის თქმით, ძმებმა დის მოკვლა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ დის შვილის გატაცებაში დაადანაშაულეს. ღირსების მკვლელობა პაკისტანში საკმაოდ ხშირად ხდება. ამ სასჯელს იმ ქალების ნათესავები მიმართავენ, რომლებმაც ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად პაკისტანში ამის გამო 500-ზე მეტი ქალი იღუპება.

FB კომენტარები

კომენტარი