პაატა იმნაძე: ბოლნისში, დაახლოებით, იტალია ხდება

121
SHARE

„პრაქტიკულად, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ იტალია ხდება, დაახლოებით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ „ქრონიკას“ განუცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ამ შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს სიტუაცია მუნიციპალიტეტში, მით უმეტეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა 21 მაისს გამართა.

საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 3614, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმო-მ კორონავირუსი “გლობალურ საფრთხედ” გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო:https://imedinews.ge/

FB კომენტარები

კომენტარი