ოშოს ციტატები, რომლებიც ცხოვრების სიყვარულით არის აღსავსე

5302
SHARE

ოშო – ინდოელი გურუ, სულიერი მასწავლებელი, მისტიკოსი, თავისი დროის მეამბოხე. მან პოპულარობა მოიპოვა არატრადიციული სწავლების, სოციალიზმისა და ტრადიციული რელიგიების კრიტიკის შედეგად. ფილოსოფოსმა 650 წიგნი დაწერა, რომლებიც მსოფლიოს 55 ენაზეა გადათარგმნილი. ამ წიგნებიდან ოშოს ყველაზე ცნობილი ციტატებია:

1. სიყვარულმა თავისუფლება უნდა მოგიტანოს, სიყვარული გაძლევს ფრთებს და საშუალებას, იფრინო, რაც შეიძლება მაღლა.
2. შეიძლება დაუშვა ბევრი შეცდომა, მაგრამ ერთი და იგივე შეცდომა რამდენჯერმე არ გაიმეორო.
3. მარტოობა არის, როდესაც საკუთარი თავით დაიღალე, საკუთარი თავით ავად ხარ, მობეზრდი საკუთარ თავს და გინდა სადმე წახვიდე და ვინმეში დაივიწყო ეს ყველაფერი.
4. ნუ მიიღებთ ყველაფერს ძალზე სერიოზულად, მეტი იცინეთ, სიცილი ისეთივე წმინდაა, როგორც ლოცვა.
5. არავის შეუძლია რაიმე თქვას თქვენს შესახებ. რასაც არ უნდა ამბობდნენ ადამიანები, ისინი ამას საკუთარ თავზე ამბობენ.
6. ცხოვრებიდან მიიღებ მხოლოდ იმას, რასაც გასცემ.
7. ღმერთს აღწევს მხოლოდ ის, ვინც მზად არის, ჭკუიდან შეიშალოს.
8. ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია ხელსაყრელი მომენტის დალოდება.
9. არ მოკლათ თქვენში ეჭვი, ოდესღაც ეჭვი თქვენ ჭეშმარიტების მოძიებაში დაგეხმარებათ.
10. თუ თქვენ გიყვართ ადამიანი, თქვენ მისი პირადი ცხოვრების საზღვრებს არ დაარღვევთ.
11. ერთადერთი დრო, რომელიც თქვენ გაქვთ, არის ახლა ერთადერთი ადგილი – აქ.
12. თუ გახდები ზედმეტად სერიოზული – ეს დიდი უბედურებაა.
13. შეეკითხე საკუთარ თავს, არსებობს თუ არა ეს პრობლემები სინამდვილეში, თუ შენ თავად ქმნი მათ?
14. თუ ხარ ისეთი, როგორიც ხარ – ხარ ლამაზი.
15. სიყვარული – ეს დამოკიდებულება კი არა, მდგომარეობაა.
16. შენი „ კი“ უაზრობაა, ვიდრე არ შეგიძლია თქვა – „არა“
17. თუ გსურს, იყო ბედნიერი ადამიანი – ნუ იქექები შენს მეხსიერებაში.

FB კომენტარები

კომენტარი