”ოქროს რძე” – უბრალო სასმელი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

175
SHARE

”ოქროს რძე” იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ არავის აწყენს თუ ყოველ საღამოს დალევს. ამ საოცრების მთავარი შემადგენლობა კურკუმაა. კურკუმას ფესვების და ფოთლების შემადგენლობაში შედის უამრავი ეფექტური ზეთი, რომელთა უკუჩვენების მოძებნა ძალიან რთულია. მას იყენებენ კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, რადგან უამრავ ანტიოქდსიდანტს შეიცავს.

გთავაზობთ ამ სასმელის შთამბეჭდავ დადებით მხარეებს:

* ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
* ამაღლებს იმუნიტეტს
* გააჩნია ანტიკარცენოგენური თვისებები
* არეგულირებს ქოლესტერინს
* აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
* კარგია ღვიძლის დეტოქსიკაციის დროს
* არეგულირებს ზედმეტ წონას და ნივთიერებათა ცვლას
* აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინს მუშაობას
* ინიშნება კანის დაავადებების დროს
* კარგია ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობისას

ჯადოსნური სასმელის მთავარი კოზირია კურკუმას და წიწაკის ნარევი. შავი პილპილი შეიცავსს ნივთიერება პიპერინს, რომელიც კურკუმის აქტიურობას ორჯერ ზრდის.

მაშ ასე, როგორ ვამზადებთ ჯადოსნურ სასმელ ”ოქოს რძეს”…

დასაწყისისთვის ვამზადებთ კურკუმას პასტას.

დაგჭირდებათ:

¼ ჭიქა კურკუმას ფხვნილი
½ სუფრის კოვზი დაფქული წიწაკა
½ ჭიქა გაფილტრული წყალი

ჩამოთვლილი ინგრედიენტები აურიეთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, და მუდმივად ურიეთ. ნარევი მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში, არაა საჭირო ყოველდღე ახლის მომზადება.

უშუალოდ ”ოქროს რძე” შემდეგნაირად მზადდება

1 ჭიქა ნუშის რძე (კანაფის ან ქოქოსის რძე ასევე კარგი ვარიანტია.)

1 ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი

¼ ჩაის კოვზი კურკუმას ნარევი, რომელიც უკვე მოამზადეთ

თაფლი

ყველა ეს ინგრედიენტი თაფლის გარდა კარგად აურიეთ და შეათბეთ ისე, რომ არ ადუღდეს. გადმოდგის ცეცხლიდან და შემთბარ რძეს დაუმატეთ თაფლი გემოვნების მიხედვით. დაიმახსოვრეთ, რომ თაფლი არ უნდა ადუღდეს, რადგან ამ შემთხვევში ის დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.

ჯადოსნური რძე მზადაა, დალიეთ და გამოჯანმრთელდით.

მოუყევით ჯადოსნური სასმელის შესახებ თქვენს მეგობრებს და არ დაგავიწყდეთ, მათი გამასპინძლება.

წყარო: reitingi.ge

Comments

comments