ოქროს ნიღაბი კორონავირუსისგან თავის დასაცავად – ინდოელმა კაცმა „პირბადეში“ 3 800 დოლარი გადაიხადა

488
SHARE

კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული ისტორიები უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არ გვავიწყებენ.

ალბათ, ეს ქმედებაც ისტორიას დარჩება – ინდოეთში პუნის ოლქის მაცხოვრებელმა იუველირს ოქროს პირბადის დამზადება სთხოვა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ადამიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც ერთერთ თანამოქალაქეს ვერცხლის ნიღაბი დაუნახა.

შანკარ კურადეს ოქროს ნიღბის დამზადება 3 800 დოლარი დაუჯდა. მისი განცხადებით, ის ყოველგვარ რეკომენდაციას იცავს და ნიღბის ტარების წესებს ითვალისწინებს.

ოქროს ნიღაბი, დაახლოებით, 30 გრამს იწონის.

FB კომენტარები

კომენტარი