„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დაასახელეს

254
SHARE

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 72-ე ცერემონია ლოს-ანჯელესის სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“ გაიმართა.

ნომინაციაში „საუჯეთესო ფილმი უცხოურ ენაზე“ „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი „ლევიაფანი“ გახდა. ცნობისთვის, ეს ფილმი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმ „მანდარინების“ კონკურენტი იყო. „მანდარინები“10576924_904788476228058_891933992_n ფილმ „ლევიაფანს“ კონკურენციას ასევე „ოსკარზეც“ გაუწევს. აღსანიშნავია, რომ ფილმი „მანდარინები“ უკვე გახდა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ნომინაციის: „საუკეთესო რეჟისურისა“ და „აუდიტორიის ჯილდოს“ გამარჯვებული. დრამა ომზე სახელწოდებით – “მანდარინები” ასევე 21 სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. რაც შეეხება „ოსკარის“ დაჯილდოებას, საინტერესოა, რომ „შორთლისტში“ კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული მოხვდა“.

საუკეთესო ფილმი-დრამა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი „სიყრმე“ გახდა. ამავე ფილმმა კიდევ 2 ჯილდო დაიმსახურა: ლინკლეიტერმა „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისურისთვის დაიმსახურა, პატრისია არკეტმა კი ჯილდო ამ ფილმში შესრულებული ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო.
10912856_904787439561495_1125645677_n
დრამატული ფილმის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმ „ყველაფრის თეორიის“ გმირის სტივენ ჰოკინგის შემსრულებელი ედი რედმეინი გახდა.

ანალოგიური ჯილდო ელის ჰოულანდის როლის შესრულებისთვის ფილმში „და ისევ ელისი“ ჯულიანა მურმა დაიმსახურა.

კომედიის ან მიუზიკლის საუკეთესო მსახიობად ფილმ „ბერდმენში“ შესრულებული როლისთვის მაიკლ კიტონი დაასახელეს. საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალი კი ფილმ „დიდი თვალების“ გმირის – მარგარეტ კინის შესრულებისთვის მსახიობი ემი ადამსი გახდა. ადამსმა „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო კომედიური მსახიობის ნომინაციაში უკვე მეორედ მიიღო. წინა წელს ადამსმა ჯილდო ფილმში „აფერა ამერიკულად“ შესრულებული როლისთვის მიიღო. 10934418_904787442894828_604505369_n

ნომიმაციაში „დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი“ ასევე ქევინ სპეისიმ გაიმარჯვა ფილმ „კარტის სახლში“ შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი (დრამა) „საყვარლები“ გახდა. საუკეთესო სატელევიზიო კომედიურ სერიალად კი ფილმი „აშკარაა“ დასახელდა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმი „როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი 2“ გახდა.

10934668_904787446228161_1512955632_n

FB კომენტარები

კომენტარი