“ოსტატურად გადავყავართ ქართული გეი რომანის სამყაროში”, – ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის აღმოჩენად დაასახელეს

194
SHARE

წლევანდელ კანის კინოფესტივალზე ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა შედგა. ფილმს კრიტიკოსებისა და მაყურებლების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. დადებითი კომენტარები მიიღეს ფილმის მსახიობებმაც. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr  კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელა.

“ნიჭიერი, ის თავის როლს დახვეწილად ასრულებს და ოსტატურად  გადავყავართ ამ ქართული გეი რომანის სამყაროში….”, – აღნიშნა რედაქციამ.

ცნობისთვის, ფილმი And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელსაც მსახიობი ლევან გელბახიანი თამაშობს.  ის რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

FB კომენტარები

კომენტარი