“ოსკარზე” წარდგენილი ქართული ფილმის, “შინდისის” თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

56
SHARE

რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმ, „შინდისის” თრეილერი გამოვიდა.
ფილმის პრემიერა, რომლიც ოსკარზეა წარდგენილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
ფილმში გოგა პიპინაშვილი და დავით ბახტაძე თამაშობენ, ფილმის სცენარი კი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა.
„შინდისი” 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.

FB კომენტარები

კომენტარი