ორსულ მომღერალს მანქანიდან ესროლეს

98
SHARE

ფლორიდაში ამერიკული დუეტის – City Girls-ის ერთ-ერთ წევრს, Yung Miami-ს მანქანიდან ესროლეს. ამჟამად, რეპერი ორსულადაა და ის სტუდიიდან ავტომობილით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. როგორც MIAMI პოლიციას განუმარტავს, ავტომობილს, რომლიდანაც მასზე თავდასხმა მოხდა, ფარები გამორთული ჰქონდა და ტყვია სათადარიგო საბურავს მოხვდა. “ჩემ უკან მომავალი ავტომობილიდან, რომელსაც ფარები ჰქონდა გამორთული, ცეცხლსასროლი იარაღიდან მესროლეს. ტყვია სათადარიგო საბურავს მოხვდა”, – თქვა რეპერმა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და აქვე აღინიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფი ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კოდაკ ბლექი Yung Miami-ს ფიზიკური ზიანის მიყენებით დაემუქრა. ამ დროისთვის, პოლიციას ეჭვმიტანილი არ ჰყავს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

FB კომენტარები

კომენტარი