ორსულმა მოდელმა რიანას ჩვენებაზე იმშობიარა (ფოტო)

1073
SHARE

ამერიკაში, ბრუკლინის რაიონში რიანას ქვედა საცვლების სამოდელო ჩვენებაზე ერთ-ერთმა მოდელმა პოდიუმიდან გამოსვლისთანავე იმშობიარა.
22 წლის სლივ ვუდსი რიანას ჩვენებაზე მუშაობდა, კერძოდ კი სექსუალური შავი ქვედა საცვლების დემონსტრირებას ახდენდა. პიკანტურობას საცვლებს სძენდა ის, რომ მოდელი ორსულობის ბოლო თვეში იყო. როგორც კი გოგონამ თავისი გამოსვლა დაამთავრა მან წყლები დაღვარა და მშობიარობა დაეწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული მონაცემებით, მშობიარე ოპერატიულად მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მან ბიჭი გააჩინა.

Comments

comments