ორსული თინეიჯერი მოდელი, რკინიგზაზე ფოტოსესიის დროს დაიღუპა

343
SHARE

19 წლის ფოტომოდელი რკინიგზაზე ფოტოსესიის დროს, მატარებლების შეჯახებას ემსხვერპლა. შემთხვევა აშშ-ში, ტეხასის შტატში მოხდა.
​გარდაცვლილი გოგონას ფოტო, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ფოტოგრაფმა გადაიღო, მისმა ოჯახმა გამოაქვეყნა.​ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გოგონა ორსულად იყო. მათივე თქმით, მომავალი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ამ დროს მას სხვა მატარებელი შეეჯახა. გოგონა სწორედ ამ შეჯახებას ემსხვერპლა.
გოგონას დედის ინფორმაციით, ეს მისი პირველი ფოტოსესია იყო. მშობლის განცხადებით, ფოტომოდელობა სწორედ ის საქმიანობა იყო, რისი კეთებაც მას მთელი ცხოვრება უნდოდა.
ადგილობრივი პოლიცია შემთხვევას კიდევ იძიებს.

წყარო:http://1tv.ge/ge

FB კომენტარები

კომენტარი