ორნელა მუტის პუტინთან სადილის გამო გაცდენილი სპექტაკლისთვის პატიმრობა ემუქრება

254
SHARE

იტალიელ მსახიობს ორნელა მუტის რუსეთის პრეზიდენტთან ვახშმობის მიზეზით გაცდილი სპექტაკლის გამო 6 თვიანი პატიმრობა ემუქრება. შემთხვევა 2010 წელს მოხდა. მსხიობმა სპექტაკლის გაცდენის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და სამედიცინო ცნობაც წარადგინა, იმავე საღამოს კი სანქტ-პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, პუტინი და ორნელა მუტი ერთ მაგიდაზე ისხდნენ. ​თეატრის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის გამო, ორნელა მუტის სასამართლოში უჩივლა. მაშინ სასამართლომ მსახიობს 8-თვიანი პატიმრობა და 500 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა, თუმცა მსახიობმა თანხა არ გადაიხადა, რის შედეგადაც ოჯახთან ერთად საკუთარი სახლიდან გამოაძევეს. ჯარიმის გადაუხდელობისთვის მას დღევანდელი მონაცემებით 80 000 ევროს ედავებიან. იტალიის უზენაესმა სასამართლომ 9 წლის წინანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

FB კომენტარები

კომენტარი