ორმა ჰავაიელმა 60 წლიანი მეგობრობის მერე გაიგეს, რომ ძმები არიან

227
SHARE

ჰავაის ორმა მკვიდრმა, რომლებიც 60 წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობრები იყვნენ, შობის დღესასწაულზე გაიგეს, რომ სინამდვილეში ძმები არიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ალან რობინსონი და ვოლტერ მაკფარლეინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ჰავაის კუნძულებზე და ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ. მაკფარლეინი არ იცნობდა მის მამას, ხოლო რობინსონი მისმა ოჯახმა იშვილა. მეგობრები საკუთარი ნათესავების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას იმ საიტზე ცდილობდნენ, რომელიც გენიალოგიის და „დე ენ ემ“-ის ანალიზების შესადარებელ კვლევებს აწარმოებს. მაკფარლეინს სურდა ამ საიტის მეშვეობით მამა ეპოვა, თუმცა პირველი დამთხვევების სიაში „დე ენ ემ“-ის მიხედვით, სწორედ მისი მეგობარი იყო, რომელთანაც მას იდენტური ქრომოსომები აღმოაჩნდა. დამატებითი დაზუსტებების და კვლევების შემდეგ, მეგობარმა-ძმებმა აღმოაჩინეს, რომ მათ საერთო დედა ჰყავთ.

FB კომენტარები

კომენტარი