ორმა პატრულმა დაკარგული საპენსიო ბარათი იპოვა და პატრონს დაუბრუნა – ქალბატონი შსს-ს თანამშრომლის დედა აღმოჩნდა

439
SHARE

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ნინო ცხადაძე სოციალურ ქსელში  საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გულისხმიერ საქციელზე წერს და პატრულ-ინსპექტორებს – დავით კოვზირიძესა და დავით კიკალიშვილს, რომლებმაც მის მშობელს დაკარგული საპენსიო ბარათი დაუბუნეს, მადლობას უხდის.

„კიდევ ერთხელ, ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით! დიდ მადლობას ვუხდი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს – დავით კოვზირიძესა და დავით კიკალიშვილს, რომლებმაც დაკარგული საპენსიო ბარათი იპოვეს და სრულიად უცნობ ქალბატონს (რომელიც დედაჩემი აღმოჩნდა) სახლთან მიუტანეს.

მირეკავს დედა:

– ნინი, გცალია, 2 წუთით რომ მომისმინო?

– კი, დედა, გისმენ, მითხარი უცებ…

– მაღაზიაში რომ ვიყავი, საპენსიო ბარათი დავკარგე.

შემომეყარა გულზე და მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა აიღოს ახალი ბარათი ისე, რომ ძალიან არ გაწვალდეს.

დედა კი აგრძელებს თხრობას: – ბევრი პარკი მეჭირა და, ალბათ, ქუჩაში დამივარდა, სახლში ამოვედი და ცოტა ხანში რეკავს ტელეფონი, ქალბატონო პოლიციიდან გირეკავთო. რას ამბობ, შვილო, რა მოხდა, რა ამბავია-მეთქი… არაფერი, ქალბატონო, საპენსიო ბარათი დაგიკარგავთ, მოგიტანეთ სახლთან და თუ შეიძლება, ჩამობრძანდით და გადმოგცემთო.

საპატრულო პოლიციის ბიჭებმა ჩააბარეს დედას ბარათი და ძალიან გაახარეს. დედა კარგა ხანს მიყვებოდა, “რა კარგი ბიჭები იყვნენ, რა აღზრდილები, ყურადღებიანები, საყვარლები…”

პ.ს. საუბარში აღმოაჩინეს, რომ, თურმე, ნინო ცხადაძეს იცნობენ და სამივემ ამითაც ძალიან გაიხარეს“, – წერს ნინო ცხადაძე სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი