„ორგანიზმი ვეღარ ეგუება ეკმოს აპარატს“ – როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

3650
SHARE

2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. როგორც ბავშვისთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში წერენ, მას შინაგანი სისხლდენა დაეწყო, ამის მიზეზი კი არის ის, რომ ორგანიზმი აპარატს, რომელიც გულს ამუშავებს, არ იღებს:

„ღამე 75-ე.

ვიცით, ყველა ღელავთ… თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობაც, ინფორმაციას გაგებისთანავე გაწვდით.

ანიტას აქვს შინაგანი სისხლდენა, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი ვეღარ ეგუება ეკმოს აპარატს.

ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს, იგი ცდილობს მოძებნოს საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ამ ეტაპზე განიხილება გულის ორივე პარკუჭზე აპარატის დაყენება, თუმცა გასათვალისწინებელია სეფსისის კუთხით მდგომარეობა.

გაკეთდა სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის პასუხსაც გარკვეული დრო სჭირდება.

როგორც აგვიხსნეს, სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, ამიტომ, გრძელდება მკურნალობა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

ყველანაირი სიახლე დაიდება ჯგუფში.

გმადლობთ თანადგომისთვის!“

FB კომენტარები

კომენტარი