“ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში, მხედველობას დაკარგავს” – 7 წლის ლიზიკოს საზოგადოების დახმარება სჭირდება

279
SHARE

7 წლის ლიზის რამდენიმე დღის წინ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ერთადერთი გამოსავალი, რომ ლიზიკომ მხედველობა არ დაკარგოს, საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთებაა საჭირო. პატარა გოგონას დასახმარებლად სოციალურ ქსელში უკვე შექმნილია ჯგუფი, სადაც ადამიანები #ლიზიკოსთვის გაერთიანდნენ. ჯგუფში ლიზიკოს ოჯახი განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

“მოგესალმებით და მოგმართავთ ძალიან დიდი თხოვნით…
ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, ვინაიდან 7 წლის ლიზის აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე ადგილას.
ორი წლის წინ ლიზის ჰქონდა ანგინა, რომელმაც დაუტოვა დაბალი სიცხეები და ღებინება, ექიმები აფიქსირებდნენ სხვადასხვა აზრს თუმცა საბოლოო შედეგს, თუ რის გამო იყო ლიზი ამ მდგომარეობაში ვერავინ გვეუბნებოდა, რამდენიმე დღის წინ კი გავიგეთ ამ დიაგნოზის შესახებ, ლიზიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია გერმანიაში, დაგვიანების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ბავშვმა მხედველობა დაკარგოს, ამიტომაც გთხოვთ, რითაც შეგეძლებათ დაგვეხმაროთ, ჩვენთვის თქვენი გვერდში დგომა და ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.
ველოდებით კალკულაციას გერმანული კლინიკებიდან, თუმცა დასაკარგი დრო არ გვაქვს და ვიწყებთ თანხის შეგროვებას. დაახლოებით, 200 000 ევროა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად, გთხოვთ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ლიზის გამოჯანმრთელებაში

1) ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკი – GE63TB7442345061100041
2)ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკი – GE92BG0000000756736700
მიმღები: თეა ნოზაძე

#ლიზიკოსთვის #მადლობაყველალარისთვის “, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

FB კომენტარები

კომენტარი