ონლაინშეხვედრისას მერის მოადგილემ შხაპი მიიღო, რასაც მისი თანამდებობა შეეწირა

427
SHARE

შეხვედრისას შხაპის მიღებას შეწირული თანამდებობა – ესპანეთში ერთერთი ქალაქის მერის მოადგილემ გაგრილება ონლაინშეხვედრისას გადაწყვიტა და ეს მისი მხრიდან არცთუ ისე „წარმატებული“ ნაბიჯი აღმოჩნდა.

შეხვედრას, რომელზეც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პრობლემას განიხილავდნენ, ონლაინ ესწრებოდნენ ჟურნალისტები და მოქალაქეები.

ბერნარდო ბუსტილიო დაკავებულ თანამდებობაზე ნახევარგანაკვეთურად მუშაობდა, პარალელურად კი ის  ცურვის ინსტრუქტორია. მან შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ მეორე სამსახურში წასვლამდე შხაპის მიღებას ვერ ასწრებდა, პრობლემა კი კომპიუტერის აბაზანაში შეტანით გადაჭრა. კამერა ჩართული დარჩა, პირდაპირ ეთერში კი მისი ბანაობის ამსახველი კადრები იხილეს. მას კოლეგებმა მომენტალურად დაურეკეს, მაგრამ თანამდებობის პირმა შხაპის ხმის გამო ტელეფონის ზარი ვერ გაიგო. სიტუაცია უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი საშხაპედან გამოვიდა.

საბოლოოდ, მერს მოუწია ონლაინშეხვედრის დროზე ადრე დასრულება.

ბუსტილიომ თანამდებობა დატოვა და თანამოქალაქეებს ბოდიში მოუხადა:

„ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი სამსახურში ნახევრად შიშველმა გავატარე, რადგან მოცურავეების მწვრთნელი ვარ და ჩემი სიშიშვლის არასდროს მრცხვენოდა. თუმცა, გული მწყდება, რომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დასასრული სწორედ სიშიშვლესთანაა დაკავშირებული, არადა, ეს არც იმხელა პრობლემაა, როგორიც ბევრს ჰგონია“, – განაცხადა ბერნარდომ.

FB კომენტარები

კომენტარი