ონკოლოგი კიბოს მკურნალობაში მომხდარ რევოლუციაზე საუბრობს – რა სასწაულს ახდენს ახალი ბიოლოგიური პრეპარატები

276
SHARE

ისრაელელი ექიმი ვიქტორ ლევი ირწმუნება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მხრივ მედიცინაში რევოლუციური გარღვევა მოხდა. პირველ რიგში, საუბარია უახლეს ბიოლოგიურ და იმუნოლოგიურ პრეპარატებზე, რომლებმაც ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორებიცაა ფილტვის სიმსივნე, მეტასტაზური მელანომა, თირკმლის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, მკერდის სიმსივნე, ნაწლავების სიმსივნე, კუჭის სიმსივნე და C ჰეპატიტი, მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.

ლევი ამბობს, რომ ჩვეულებრივი ქიმიოთერაპია მთელ ორგანიზმზე ახდენს ზემოქმედებას, ის სიმსივნის უჯრედებთან ერთად, ჯანმრთელ უჯრედებსაც ანადგურებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქიმიოთერაპიის დროს თმების ცვენა. ბიოლოგიური პრეპარატები კი „წერტილოვან“ ზემოქმედებას ახდენს. ის ორგანიზმის მხოლოდ სიმსივნის მიერ შეცვლილ უჯრედებს ანადგურებს და ჯანმრთელს არ ეხება.

რაც შეეხება იმუნოლოგიურ პრეპარატებს, ექიმის თქმით, ის სხვა პრინციპით მოქმედებს, ანუ „ასწავლის“ იმუნურ სისტემას თუ როგორ უნდა ებრძოლოს კიბოს უჯრედებს. სიმსივნე ხომ კონტროლიდან გამოსული უჯრედების ჯგუფია, რომელსაც საკუთარი დნმ გააჩნია და იმუნური სისტემისთვის შენიღბულია. იმუნოლოგიური პრეპარატები ეხმარება იმუნურ სისტემას აღმოაჩინოს დაავადებული უჯრედები და ის მთელ ორგანიზმში სიმსივნის უჯრედების განადგურებას იწყებს, ისე, რომ არ ეხება ჯანმრთელ უჯრედებს. ვიქტორ ლევის განცხადებით, აღნიშნული პრეპარატები მან კონკრეტულ პაციენტებზე გამოსცადა.

FB კომენტარები

კომენტარი