ოთხი წელია, ჩემი შვილი – გიორგი მოდებაძე კომაშია, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება

470
SHARE

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირინა ქობულაძე საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც ქობულაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მას ოთხი წელია შვილი კომაში ჰყავს და ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა.
“ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ოთხი წელია, ჩემი შვილი – გიორგი მოდებაძე კომაში იმყოფება, უმძიმესი დიაგნოზით (პანენცეფალიტი). არასოდეს მიმიმართავს ფონდებისთვის, დიდი ხანია, ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ.
თუ დამეხმარება თქვენი ფონდი, მადლობელი ვიქნები. გიორგის სპეციალური საწოლი და ჟანგბადის აპარატი სჭირდება, რათა შევძლო ბინაზე მოვლა და დარჩენილი წლები მშობლების და ძმების გვერდით გაატაროს. ჟანგბადისა და საწოლის გარეშე, ვერ ვიარსებებთ. ასევე, გვჭირდება საფენები და მედიკამენტები. გთხოვთ თანადგომას და ერთიანობას. მადლობა ყველას…
“ლიბერთი ბანკის” ანგარიში GE79LB0711196350689000. მიმღები ბანკის SWIFT კოდი LBRTGE22 ჩარიცხვა აპარატებიდან. მიმღები მოდებაძე გაგა (პ/ნ 540001002090) T. 591 19 58 31 T.557 23 32 33″,- წერს ირინა ქობულაძე.

Comments

comments