ოთო ნემსაძის რამდენიმეთვიანი ქორწინება დასრულდა – მომღერლის ცოლი ამერიკაში დაბრუნდა

418
SHARE

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა,  მომღერალი ოთო ნემსაძე მეუღლეს, თამთა კუპრავას დაშორდა.

მათი სიყვარულის ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. თამთა ბოლო ათი წელი ამერიკაში ცხოვრობდა. ქართულ არხებს არ უყურებდა, თუმცა იცოდა პროექტ ”ჯეოსტარის” არსებობის შესახებ და ოთოს გულშემატკივრობდა.

ოთო ”ფეიბუქზე” მოძებნა,

დამეგობრდნენ. სოციალურ ქსელში დაწყებული მეგობრობა დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა.

გასული წლის ივლისში თამთა საზაფხულო არდადეგებზე ჩამოვიდა. შეხვედრა გადაწყვიტეს. პირველივე დღეს ძალიან მოეწონათ ერთმანეთი.

მოგვიანებით ინტერვიუებში ორივე ყვებოდა, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

თამთა ინტერვიუებში ამბობდა, რომ ოთოს თვალები და თმა მოეწონა ძალიან.

გაცნობიდან რამდენიმე თვეში თამთა ამერიკაში დაბრუნდა, ოთო კი უკრაინაში წავიდამ სადაც „ახალ ხმაში“ მონაწილეობდა.

ერთმანეთის გარეშე დიდხანს ვერ გაძლეს და თამთამ ოთოს უკრაინაში ჩააკითხა. წყვილმა ლვოვშიც გადაიხადა ქორწილი. ამბობდნენ, რომ სადაც მიდიოდნენ, ყველგან იხდიდნენ ქორწილებს და ასე დაახლოებით 200 ქორწილი დაუგროვდათ.

Rating

მათი ქორწილის შესახებ უკრაინული პრესაც წერდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, წყვილი ერთმანეთს ცოტა ხნიწ წინ დაშორდა და უკვე ერთი თვეა რაც თამთა ამერიკაში დაბრუნდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ოთოს დავუკავშირდით,თუმცა მან დროის სიმცირე მოიმიზეზა და ჩვენთან საუბარი არ ისრულვა. მას შემდეგ კი, რაც ვუთხარით, რა თემაზე გვქონდა კითხვები, ტელეფონი გაგვითიშა.

 

წყარო: www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი