ოთო ნემსაძე ” საქართველოს ვარსკვლავის” ფინალიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

224
SHARE

პროექტ საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებული, გუშინდელი ფინალური შოუს შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შოუს დასრულების შემდეგ, მომღერალი გულშემატკივრებთან ფოტოებს იღებდა, რა დროსაც, ფეხი დაუცურდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერალს მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება.
შეგახსენებთ, ოთო ნემსაძე “ევროვიზია 2019”-ზე საქართველოს წარადგენს.

FB კომენტარები

კომენტარი