ოთარ აბესაძის მეუღლის ემოციური სტატუსი: არ შეიძლება ოთო იყოს ცუდად

937
SHARE

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის მეუღლე დეა აფციაური ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„ჩემზეც დაიწყებთ ლაპარაკს რატომ მცალია პოსტების წერისთვის. მცალია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი რითიც შემიძლია ჩემი ოთოს გვერდში დგომა ჩემი, ჩვენი და თქვენი ადამიანობა, დადებითი ემოციები და სიყვარულია. გული მეკუმშება ბოროტ ადამიანებზე ვისთვისაც ოთოს არასდროს არაფერი დაუშავებია და ზოგადად არ დაუშავებია არასდროს არავისთვის არაფერი!!!!! ოთო, ოთო აბესაძე სუბიექტურად და ობიექტურად არის საუკეთესო ადამიანი, შვილი, მამა, მეგობარი და მეორე ნახევარი. არ შეიძლება ოთო იყოს ცუდად და აუცილებლად იქნება კარგად, ისე როგორც იმსახურებს, სხვანაირად არ შეიძლება, რომ იყოს!!!!!! თქვენც ხომ გყავთ ოჯახები, გყავთ შვილები????მათზე იფიქრეთ და მერე ილაპარაკეთ ადამიანზე რომელიც ძალიან დიდ განსაცდელშია და ყველაზე მეტად ადამიანების გვერდში დგომა სჭირდება!!!! თქვენ ყველას გისურვებთ ბედნიერ და მშვიდ ცხოვრებას, რომ არასდროს, არასდროს გახარებდეთ სხვისი უბედურება!!!!!!! ყველაზე მაგარი ბიჭია მიყვარს“ – წერს დეა აფციაური.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე გუშინ დააკავეს.

FB კომენტარები

კომენტარი