ოზი ოზბორნი საავადმყოფოში წევს

41
SHARE

ბრიტანელი როკ მუსიკოსი, ლეგენდარული ოზი ოზბორნი საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეუღლის, შერონ ოზბორნის განმარტებით, მუსიკოსს ორი სახის ინფექცია აღმოუჩინეს, რის გამოც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მისი თქმით, 6 სექტემბერს, ოზიმ თითი გაიჭრა, მოგვიანებით კი ხელი კარს მიარტყა. შედეგად, დიდი და შუა თითების შეშუპება დაეწყო. მუსიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ოპერაციის გაკეთებაც დასჭირდა.
„ინსტაგრამში“ ოზბორნმა საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თან წარწერაც დაურთო – „ ერთი სული მაქვს აქედან გავეწერო. მადლობა ყველა იმ გულისხმიერ ექიმსა და მედდას, რომლებიც მივლიდნენ.“
როგორც აღმოჩნდა, ამ მტკივნეული და უსიამოვნო შემთხვევითობის გამო, მომღერალს რამდენიმე კონცერტის გაუქმებაც მოუწია. თუმცა, უბერებელი ოზი თავის თაყვანისმცემლებს ჰპირდება, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ გაუქმებულ კონცერტებს გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად გამართავს.

Comments

comments