ობამა პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ტაქსის მძღოლად მუშაობას აპირებს (ვიდეო)

112
SHARE

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იხუმრა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან წავლის შემდეგ ის კომპანია Uber-ის ტაქსის მძღოლად მუშაობას აპირებს. ამის თაობაზე ობამამ CBS News-ის ეთერში განაცხადა. „რას აპირებთ, როდესაც უმუშევარი გახდებით?“ – კითხულობს CBS News-ის წამყვანი. „Uber“ – უპასუხა ობამამ. თქვენ ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ამ კომპანიის ტაქსს გამოიძახებთ და თქვენი მძღოლი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი იქნება? ალბათ არა. და თუ სერიოზულად გაინტერესებთ, უბრალოდ ორი კვირის განმავლობაში გამოძინებას ვაპირებ“ – აცხადებს ბარაკ ობამა. Uber – საავტომობილო გადაზიდვების სერვისია, რომელიც საიტის მეშვეობით კერძო ტაქსის შეკვეთის საშუალებას ქმნის. ასევე მანქანის გამოძახება Iphone-ის და Android-ის მეშვეობით არის შესაძლებელი. კომპანია 2009 წელს შეიქმნა და ამჟამად ის მსოფლიოს 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

FB კომენტარები

კომენტარი