ობამას რეზიდენციაში სამუშაოდ ტრანსგენდერი აიყვანეს

77
SHARE

თეთრმა სახლმა, პირველად ისტორიის მანძილზე, სამუშაოდ აიყვანა ღია ტრანსგენდერი. ის გახლავთ რაფი ფრიდმან-გიურსპანი, ბიჭად დაბადებული, მაგრამ ქალად ქცეული. ის უხელმძღვანელებს ინფორმირებულობისა და მიმხრობის განყოფილებას პერსონალურ მონაცემთა მართვის სამინისტროში.
რაფი ფრიდმან-გიურსპანი უხელმძღვანელებს ინფორმირებულობისა და მიმხრობის განყოფილებას პერსონალურ მონაცემთა მართვის სამინისტროში. მანამდე ფრიდმან-გიურსმანი იკავებდა პოლიტიკური მრჩევლის პოსტს ტრანსგენდერული თანასწორობის ეროვნულ ცენტრში.
უმცირესობათა მომხრეები აღნიშნავენ, რომ მსგავსი დანიშვნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლგბტ საზოგადოებისათვის, რამდენადაც, ამიერიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესძლებს გაითვალისწინოს ყველა ამერიკელის აზრი, მათ შორის, უმცირესობათა წარმომადგენლების, წერს „Associated Press”.
ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გამოჩნდა უნისექს-ტუალეტი. ფეხსალაგი ყველა სქესისთვის განლაგებულია ეიზენჰაუერის შენობაში, სადაც თანამშრომელთა უმრავლესობა მუშაობს. ა.შ.შ. პრეზიდენტის რეზიდენციაში უნისექს-ტუალეტის გახსნის შესახებ განაცხადა ამერიკის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერატმა, კერძოდ, ჯეფ თილერმა. მისი სიტყვებით: ახლა, თანამშრომლებისა და სტუმრებისათვის გვაქვს „დამატებითი ვარიანტი”.
„ თეთრი სახლი საშუალებას აძლევს თანამშრომლებსა და სტუმრებს ისარგებლონ საპირფარეშოთი თავიანთი სქესობრივი იდენტიფიკაციის მიხედვით, რაც პასუხობს ადმინისტრაციის მოქმედ დირექტივას მოცემულ საკითხზე” — განაცხადა თილერმა.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ტუალეტი განთავსდა შენობის იმ ნაწილში, სადაც განლაგებულია ბარაქ ობამას ადმინისტრაციის აპარატი. მოსალოდნელია, რომ სიახლე დაეხმარება ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც უჭირთ თავიანთი გენდერობის გარკვევა.

წყარო:http://interfactnews.ge

FB კომენტარები

კომენტარი