ობამას, ბუშის და კლინტონის ერთობლივი ფოტოები

114
SHARE

აშშ-ს სამი ყოფილი პრეზიდენტი – ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი  ნიუ ჯერსიში პრეზიდენტების თასის მატჩზე ერთად შეიკრიბნენ. აღნიშნულ თასზე, ამერიკელი გოლფის მოთამაშეები საერთაშორისო გუნდს ხვდებიან და სულ 30 მატჩს ატარებენ.
ობამამ, ბუშმა და კლინტონმა გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და არამარტო მატჩის სტუმრების, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქციეს. პრეზიდენტების ერთობლივი გამოჩენა საქველმოქმედო მიზნებსაც ითვალისწინებს – აშშ-ს ყოფილი პირველი პირები მონაწილეობენ კამპანიაში, რომელიც მოუწოდებს ამერიკელებს ქარიშხლების – ჰარვის, ირმას და მარიას შედეგად დაზარალებულების დახმარებისკენ.

FB კომენტარები

კომენტარი