ნუ დაკარგავთ დროს და ენერგიას ადამიანზე, რომელიც გულგრილია თქვენ მიმართ

130
SHARE

“კვირა პლუსი” გთავაზობთ ექიმ-ფსიქოთერაპევტისა და მწერლის ანდრეი კუპრატოვის ოქროს რჩევებს.
* არასდროს გადააბრალოთ და არასდროს დააკისროთ პასუხისმგებლობა სხვას იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. გასაგებია, რომ ცდუნება დიდია და უფრო ადვილია ყველაფრის სხვაზე გადაბრალება, მაგრამ ამას ნუ იზამთ. სჯობს, თქვენი ქმედებები თქვენსავე თავებს დააბრალოთ. მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ შინაგანად მიიღებთ გადაწყვეტილებას – რომ თქვენი წარუმატებლობის ავტორი და თქვენი ბედის შემოქმედიც თავად თქვენ ხართ, სწორედ მაშინ იგრძნობთ ძალას.
* მიიღეთ ფაქტი, რომ წარსული ვეღარ შეიცვლება, ის დასრულდა.
ჩვენს ხელთ მხოლოდ ჩვენი მომავალია, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რას გავაკეთებთ დღეს, თითოეულ კონკრეტულ წუთს. ნუ დაელოდებით, რომ მომავალი გაგიღიმებთ – მოიქეცით ისე, მომავალს არ შეეძლოს, არ გაგიღიმოთ.
* მოიშორეთ აზრები, რომ თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანების შეცვლა. ქვეცნობიერად ჩვენ – ყველანი ასე მიამიტურად ვცდებით, ამის შედეგად კი ვიტანჯებით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ადამიანებს მხოლოდ გარემოებები ცვლიან, სხვა ყველაფერი ტყუილია.
* ჩვენ გვჭირდება ძლიერი ადამიანები. სუსტი, დაღლილი, დატანჯული, უბედური ადამიანები – არასდროს გვჭირდება. თუ მათ თავი ისე მოაქვთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის, ამით მხოლოდ თქვენს გასულელებას ცდილობენ. ნუ შეეწინააღმდეგებით! აბსოლუტურად დაეთანხმეთ მათ წესებს, ამოისუნთქეთ, მოდუნდით და მიხვდებით, რომ სანერვიულო არაფერია.
* ნუ იცხოვრებთ ისე, თითქოს უკვდავები ხართ. თითოეული ჩვენგანი, ადრე თუ გვიან, მოკვდება, ეს უცვლელი და გარდაუვალი ფაქტია. ამიტომ ნუ იცხოვრებთ ისე, თითქოს ეს თქვენ არასდროს დაგემუქრებათ. თუმცა, არც ისე უნდა იცხოვროთ, თითქოს ხვალ ამ ქვეყანაზე აღარ იქნებით.
* და ბოლოს, არასდროს დახარჯოთ დრო და ენერგია ადამიანზე, რომელიც თქვენ მიმართ გულგრილია და უფრო მეტიც – რომელსაც თქვენ არ უყვარხართ.

FB კომენტარები

კომენტარი