ნურმაგომედოვმა მაკგრეგორთან რევანშის პირობები დაასახელა

34
SHARE

შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ჩემპიონმა, რუსმა მებრძოლმა – ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან რევანშის პირობები დაასახელა.
მაკრეგორმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ნურმაგომედოვის ჭიდაობა გააკრიტიკა. ,,ჩვენ მისი ჭიდაობა ზედმეტად შევაფასეთ. ყველაფერი რევანშის დროს გამოჩნდება“, – დაწერა მაკგრეგორმა, რასაც ნურმაგომედოვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაკგრეგორს 2016 წლიდან არაფერი მოუგია.
„ჯერ რამე მოიგე, შემდეგ კი რევანშზე ვისაუბროთ“, – უპასუხა რუსმა სპორტსმენმა.
მაკგრეგორის ბოლო გამარჯვება 2016 წლის ნოემბრით თარიღდება, როდესაც მან ამერიკელ ედი ალვარესს სძლია. მას შემდეგ ირლანდიელი მებრძოლი კრივის წესებით ფლოიდ მეივეზერ-უმცროსთან დამარცხდა, 2018 წლის ოქტომბერში კი ოქტაგონში დაბრუნდა, სადაც მას სწორედ ნურმაგომედოვმა მოუგო.

FB კომენტარები

კომენტარი