ნუკი კოშკელიშვილი ნინა სუბლატს გამარჯვებაში ეხმარება

24
SHARE

ნინა სუბლატის გამოსვლას „ევროვიზიაზე“ ყველა ქართველი მოუთმენლად ელოდება. ბევრი ცდილობს, ისე დაეხმაროს ნინას, როგორც შეუძლია. ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ერთ- ერთი მათგანია. მის ფანგვერდზე ხშირად ქვეყნდება ნინას „ევროვიზიაზე“ გამოსვლას და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დახმარებისკენ მოუწოდებს. რამდენიმე საათის წინ კი მის ფანგვერდზე შემდეგი სტატუსი გამოქვეყნდა.

ნინას გულშემატკივარის წერილი მომივიდა ეხლა სადაც ის მწერს.

„ნუკი, უდიდესი მადლობა შენი ადამიანობისათვის, იმისათვის რომ ესე ცდილობ ნინას და არა მხოლოდ ნინას არამედ საქართველოს დაეხმარო და შენც შენი მცირე წვლილი შეიტანო ნინას გამარჯვებაში. რატომღაც სხვა ცნობილი ადამიანები დიდად თავს არ იკლავენ იმაზე, რომ ნინას კი არა ქვეყნის სახელს მაინც დაეხმარონ და რომ ჰკითხო, მათ საკუთარი ქვეყანა და ხალხი უყვართ და მათი ქცევები კი სამწუხაროდ საპირისპიროს ამტკიცებს, მე არ დამინახია არცერთი სხვა ცნობილი ადამიანის გვერდზე ნინას მხარდასაჭერი ერთი სტატუსიც კი, შენ კი უკვე მერამდენედ აკეთებ მოწოდებას, რომ ნინას გვერდში დავუდგეთ. ყოველთვის უბრალო ადამიანი იყავი და ეგრე დარჩები. იმიტომაც გყავს ამდენი გულშემატკივარი და იმიტომაც უყვარხარ ამდენ ადამიანს. დიდი მადლობა ნუკი მიყვარხარ ძალიან. ნამდვილი ადამიანი ხარ“.

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, ესეთი თბილი სიტყვებისათვის, მე სამწუხაროდ სხვის მაგივრად ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ ჩემს სათქმელს კი გეტყვი პირდაპირ, ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც სხვას მცირედით მაინც ეხმარები და როდესაც შენ შეგიძლია შენი მცირედი წვლილი შეიტანო სხვის გაბედნიერებაში ეს დადებითად მოქმედებს. მეც ძალიან მიყვარხარ.“ ვკითხულობთ ნუკის ერთ- ერთ ფანგვერდზე.

 

წყარო:  http://www.reitingi.ge

Comments

comments