ნუკი კოშკელიშვილი: „არ გველოდება გამარჯვება არსად, მანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი “გიჟი” ქვეყნის სათავეში…

89
SHARE

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი “ევროვიზიის” დასაწყისშივე ნინას დიდი გულშემატკივარი იყო. ნუკის აზრით, ნინა სუბლატის წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის სათავეში სათანადო ნიჭიერი “გიჟი” არ გვყვავს:

“ნინამ იმღერა არაჩვეულებრივად. წამიერად, მაგრამ მაინც გაგვაერთიანა საქართველო, იმიტომ წამიერად, რომ წაგებისთანავე, ჩვენ დავიწყედ დამნაშავეების ძებნა, სასულიერო პირებმა სატანისტური მოტივები დაიწუნეს, თუმცა სატანისტური სკამაოები, რომლებმაც ნოდიკოს და სოფოს წარმატებას, იმავე კონკურსზე, ხაზი გადაუსვეს, არ გახსენებიათ… დამნაშავე ვარ მე და შენ, რომ ჩვენი ქალაქი ჩამქრალი და დაბეჩავებულია, ეს იყო ხალხის არჩევანი…. ზუსტად ვიცი, ჩვენ არ გველოდება გამარჯვება არსად, მანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი “გიჟი” ქვეყნის სათავეში და არ დაგვაჯერებს ჩვენ, რომ სინგაპური ვართ, ვართ ევროპა და პროგრესი, მერე ამას მართლა მთელი მსოფლიო დაიჯერებს!

ნინას გამოსვლა, მაგარი და განსხვავებული იყო, მივბაძავ ნინას და მეც განსხვავებული ვიქნები, მე მიყვარს საქართველო და მჯერა, რომ მართლაც ნიჭიერები და კარგები ვართ და ოდესმე როგორც ერთ დღეს უშუქობა წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ასევე წავა წარუმატებლობაც…” – წერს ნუკი სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი