ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში სახლს ალაგებს – ჩემგან ამას არ მოველოდი

144
SHARE

ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. ჟურნალისტი ამერიკულ ცხოვრებაზე და საკუთარ ოჯახურ მდგომარეობაზე ლაპარაკობს.
„ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. არაფერს ვაკეთებდი და ახლა დიდი მეოჯახე გოგო გამოვდექი. სულ ვამბობ, ჩემგან ამას არ მოველოდი-მეთქი. რაღაცნაირად მთლიანად გადართული ვარ ოჯახურ საქმიანობაზე, საჭმლის კეთებაზე, დაუთოვება-დასუფთავებაზე. საქართველოში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და საჭმლის კეთება არ მიწევდა. ახლა ყველაფერს მე ვაკეთებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე და გავუსწარი კიდეც. მურაბებსაც ვაკეთებ, სახლსაც ვალაგებ, ვკერავ, ვაუთოვებ, აბსულუტურად ყველაფერს ვაკეთებ. როცა ადამიანი გიყვარს, მის გამო ყველაფერს შეძლებ“,- ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი