ნორვეგიაში პლასტმასის ბოთლის ,,ჩაბარებისას” აპარატი ფულს იხდის

479
SHARE

ნორვეგია, გარემოსდაცვითი ღონისძიებების თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
ამჯერად ქვეყანამ მორიგი საინტერესო შეთავაზება წარუდგინა მოსახლეობასა და ბიზნესს, ეს ინოვაციაა, რომელიც გულისხმობს მაღაზიებში ახალი აპარატების მონტაჟს. ნორვეგიელებს შეუძლიათ, წყლის შეძენის შემთხვევაში, ბოთლის ღირებულება, 1 კრონი ($0.12) აპარატის მეშვეობით დაიბრუნონ.
მომხმარებელი ჭურჭელში გადახდილ თანხას მას შემდეგ იბრუნებს უკან, რაც აპარატში პლასტიკურ ბოთლს ჩააბარებს.
იდეის ავტორები კომპანიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას და ამ გზით, ერთად იზრუნონ გარემოს პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურების წინააღმდეგ.
2016 წელს ნორვეგიამ 598,355-ზე მეტი პლასტიკური ბოთლი გადაამუშავა, მეორადი მოხმარების მიზნით.

წყარო:http://www.okmagazine.ge

Comments

comments