ნომერ 7-დან 007-დამდე – დევიდ ბექჰემი შესაძლოა ჯეიმს ბონდი გახდეს (ფოტოკოლაჟი)

76
SHARE

ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ჯერ-ჯერობით უარყოფს ხმებს იმის თაობაზე, რომ ჯეიმს ბონდის როლზე შესაძლოა დენიელ ქრეიგი მან ჩაანაცვლოს. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას კარიერის კინოეკრანზე გაგრძელება სურს. გაცვლის თუ არა ფეხბურთელი 7 ნომერს 007-ზე, ჯერ ბოლომდე ცნობილი არაა, თუმცა ბრიტანული გამოცემა The Daily Star იუწყება, რომ შესაძლოა ბექჰემმა აგენტი 007-ის ახალი როლი მიიღოს.
გავრცელებულ ცნობას გამოხმაურება უკვე მოჰყვა. კრიტიკოსთა აზრები ორად გაიყო. ერთნი მიიჩნევენ, რომ ბექჰემი წარმატებული სპორტსმენი და მოდელია, აქედან გამომდინარე, კინოროლს ის თავს წარმატებით გაართმევს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ მსახიობობა ძალზედ რთული პროფესიაა, სადაც უნდა ჩადო უზარმაზარი შრომა, ენერგია და რომელიც პრაქტიკასთან ერთად გამომუშავდება. შესთავაზევენ თუ არა დევიდ ბექჰემს ყველა მამაკაცისთვის სასურველ კინოროლს რეჟისორები, ან რა არჩევანს გააკეთებს საბოლოოდ ის სპორტსა და კინემატოგრაფს შორის, რთული სათქმელია. ფაქტია, რომ წინადადება საკმაოდ მაცდურია. ბონდის როლზე კი, როგორც ტრადიცია მოითხოვს, მთავარი როლის შემსრულებელი ბრიტანელი უნდა იყოს.

0

1

2

David Beckham OBE, Receives Legend of Football Award at Nordoff Robbins HMV Football Extravaganza. Tuesday 1st September 2015. Grosvenor House, Park Lane.

4

5

Comments

comments