“ნოდარიმ“ “რუსთავი 2“ დატოვა

83
SHARE

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“ კომედი შოუს მსახიობმა გიგა ტაბიძემ დატოვა.

მისი თქმით, კარიერის გაგრძელებას და სწავლას გეგმავს, თუმცა არა სამსახიობო მიმართულებით.

“არ ვარ პროფესიით მსახიობი და გადავწყვიტე მივხედო საკუთარ კარიერას, სწავლის გაგრძელება მინდა რაშიც რაღაც დოზით მიშლიდა ხელს კომედი შოუს და ტელევიზიის გადატვირთული გრაფიკი. მინდა დიდი სიყვარულით მოვეფერო ყველა იმ ადამიანს ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიყურებდა მოწონდა ჩემი შესრულებული როლები და “მბალეშიკობდა” დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის რასაც ჩემს მიმართ გამოხატავდნენ“, – განუცხადა ტაბიძემ „დრონი.ჯის“.

წყარო: “დრონი.ჯი.”

FB კომენტარები

კომენტარი