“ნიჭიერი”: ჟანა წითულაური თავის ფეხით მოვიდა პრექასტინგზე

499
SHARE

ჟანა წითულაურის “ნიჭიერში” გუშინდელი გამოსვლის შემდეგ საზოგადოების უკმაყოფილებას სატელევიზიო შოუს გუნდი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს. მათი განცხადებით, ჟანა წითულაური თავისი ფეხით მივიდა ნიჭიერის პრექასტინგზე.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა “ნიჭიერში.”

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრექასტინგზე. უფრო დეტალურად: “ნიჭიერის” პრექასტინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა “რუსთავი2”-ის რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრეს სტატუსით და იქიდან გამოსულმა გაიგო “ნიჭიერის” პრექასტინგის შესახებ, შემდეგ კი დაცვას ჰკითხა, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი, სადაც ტარდებოდა პრექასტინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. აქ მოსულმა ჟანამ განაცხადა, რომ ის არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით მიიღო მონაწილეობა “ნიჭიერში”, როგორც მომღერალმა. რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში”,- წერია ნიჭიერის ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს წითულაურის მეგობარმა, მარიამ შოშიაშვილმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ მონაწილე ფსიქიკურად გაუწონასწორებელია  და მას შოუში მონაწილეობა თავად “რუსთავი 2”-დან შესთავაზეს.

FB კომენტარები

კომენტარი