”ნიჭიერის” გამარჯვებულების პირველი კომენტარი საერთაშორისო ტურნირის შემდეგ – ”რამდენიმე თვეში გავემგზავრებით…”

57
SHARE

”ნიჭიერის” გამარჯვებულები ქეთი ზაზანაშვილის და თემურ არაბიძისნომერმა გულგრილი ვერავინ და ტოვა. ქეთიმ და თემომ წარმატებით გააგრძელეს ერთობლივი საქმიანობა და ცოტა ხნის წინ ყაზახეთში გამართულ სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე მორიგი წარმატება მოიპოვეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქეთის რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

– შეჯიბრი ასტანაში ჩატარდა რვა ქვეყნის ორმოცამდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. წარმატებას არ მოველოდით, ბევრი ძლიერი კონკურსანტი იყვნენ. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე რუსი წყვილი აღმოჩნდა. მაქს სედაკოვმა და სვეტლანა პუშკინამ პირველზე გავიდნენ. ჩვენ ავიღეთ 21 ქულა და მათ – 27.

მსაჯებმა გვითხრეს, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები ვართ. იქვე დაგვპატიჟეს სხვა შეჯიბრებებზე. დაპატიჟებული ვართ ჩინეთში, სადაც რამდენიმე თვეში გავემგზავრებით. სექტემბერში კი მსოფლიო თასის და კონტინენტების შეჯიბრი გაიმართება სანკტ პეტერბურგში, სადაც ასევე დაგვპატიჟეს და გვინდა, აუცილებლად გავემგზავროთ.

– ასტანაში გამართულ ტურნირში ”ნიჭიერში” შესრულებული ნომრით გახდით მეორე ადგილის მფლობელები?

– იგივე ნომერი შევასრულეთ და ყველა გაოცებული დარჩა. ბევრმა გვითხრა, ასეთი ემოციური ნომერი არ გვინახავსო. შემდგომში გვინდა ახალი ნომრებიც შევასრულოთ, მაგრამ სხვა შეჯიბრებებზე ამ ნომერსაც აუცილებლად გავიტანთ.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი