ჯონ ლენონის პატივსაცემად ნიუ-იორკში ფლეშმობი მოეწყო (ვიდეო)

107
SHARE

ასეთ რამეს თავად ჯონ ლენონიც ვერ წარმოიდგენდა. 9 ოქტომბერს მსოფლიო მუსიკოსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილემდე სამი დღით ადრე, ნიუ-იორკის მაცხოვრებლებმა გრანდიოზული ფლეშმობი მოაწყვეს. ლენონის სიმღერის, „Give peace a chance“ ფონზე, ქალაქის ცენტრალურ პარკში, 2- ათასამდე კაცმა პაციფისტური სიმბოლო შეკრა.

ვინც ერთად ყოფნისა და თავისუფლების იდეას იზიარებს, აუცილებლად გაიგებს ლენონის შემოქმედებას. აქციას შეურთდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და პენსიონერებიც კი. ღონისძიებაზე იოკო ონოც მიიწვიეს.

FB კომენტარები

კომენტარი