ნიუ–იორკის “შიშველი მშვენიერება” თბილისში ჩამოსვლას გეგმავს (ფოტოკოლაჟი)

82
SHARE

ერიკა სიმონე ფოტოგრაფი და ხელოვანია, ნიუ–იორკიდან. აქვს სამი დამატებითი პლუსიც – ახალგაზრდა ასაკი, სიმპათიური გარეგნობა და, რაც მეტად მთავარია, მშვენიერი ტანიც. ხოდა, გადაუწყვეტია, საკუთარი სიშიშვლე გამოეყენებინა ზოგადსაკაცობრიო კითხვებისთვის პასუხის გასაცემად (“რა არის ტანსაცმელი?”, “რამდენად შორს წავედით პირველყოფილებიდან სულიერად, ტექნიკური ნახტომის მიუხედავად?”, “რომ არ გვეცვას სამოსი და არ არსებობდეს მოდა, როგორ ვიურთიერთებდით ერთურთთან?”, “სიშიშვლე აუცილებლად სექსია, თუ სხვა რამ?”, “რა თვალით შეგვხედავდა მოყვასი ჩვენი, ტანისამოსის ყიდვის საშუალება რომ არ გვქონდეს?”). ასევე, თანამედროვე კაცობრიობის სტერეოტიპებზეც დაფიქრებულა, ახალგაზრდა „მის“-ი – “ზოგჯერ იმდენად ვართ თავჩარგული და ფესვგადგმულნი თანამედროვე კულტურაში, რომ მხოლოდ უკან ნაბიჯის გადადგმა (შიშველი ფეხისა – გულისხმობს) გვეხმარება, გავიგოთ, თუ რამდენად სასაცილო და ზედმეტია ზოგიერთი სოციალური ატრიბუტის არსებობა”.

962813_20150511012020987
საკუთარი შიშველი თავგადასავლები, რომლებიც  ადრენალინის საკმაო დოზასაც შეიცავდა – ხალხით გადაჭედილი მეტროთი მგზავრობა, ველოსიპედის ტარება ბრუკლინის ხიდზე, სხვადასხვა პერიოდში, ხან პოლიციის და ხან ნიუ–იორკის ქუჩის ბანდების მიერ გამოდევნება, ბევრი ღიმილი, ბევრი ოვაცია და ბევრიც – ქვედაყბის “ჩამოვარდნა” და ათასი სხვაც – ერიკამ ილუსტრირებულ წიგნში აკინძა და ინსტაგრამშიც ჩაერთო, შესაბამისად – შიშველთა ფოტოსექციაშიც. ფასიც მშვენიერი დაურთავს ზემოდან – სხვადასხვა ფორმის მიხედვით გამოშვებისა (ელექტონულის ჩათვლით) – 100$–200$–ის ფარგლებში და არც მყიდველების ნაკლებობას განიცდის, თურმე.

962823_4e167234-5a97-4bb7-a980-054fa21c2adb

ჩატში მივწერე (ჩიქორთული ინგლისურით) და ვთხოვე, ამ ზაფხულისთვის თბილისშიც ჩამოსულიყო – ასეთ უკომპლექსო ქალაქს, ერიკა-ჯან, მსოფლიოში ვერ ნახავ-მეთქი, ვუთხარი – შენ რომ ქართველი ადამიანები შიშველს დაგინახავენ, თვითონაც გაიხდიან და შენთან ერთად ირბენენ, არამცთუ ბანდები დაგადევნონ ან პოლიცია–მეთქი. ძალიან და/ენთუზიაზმდა და უკვე „გუგლში“ ეძებს საქართველოს დედაქალაქს. ვიზიტისას, იქნება კახეთშიც მიიწვიოს ვინმე მადლიანმა, ადგილობრივ დიდყურა “ტრანსპორტზე” თავმოსაწონებლად! არც სვანეთში აწყენდა თოვლის გადმოტვირთვაზე წამუშავება – მერე ნახეთ თქვენა პოსტერების და წიგნების დაყიდვაი, მაშ!

962818_wd2
962824_243ce8b0-d93c-42c1-ac91-9cbcd2ceb312

962826_ny13
962816_nueva_york_desnuda_5
962815_Erica-Simone
962817_ES5
availableprints-20web

წყარო: http://georgians.gr

FB კომენტარები

კომენტარი