ნიუ–იორკის მაღალი მოდის ჩვენებაზე დაუნის სინდრომის მქონე მოდელი გამოვიდა (ფოტოკოლაჟი)

133
SHARE

21 წლის ესპანელმა მოდელმა, მარიან ავილამ ბავშვობის ოცნება აისრულა–მან ნიუ–იორკის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
გოგონამ დაუნის სინდრომით, მაღალი მოდის ჩვენებაზე მონაწილეობა პირადად დიზაინერ ტალიშა უაითის მიწვევით შეძლო.
მარიან ავილასთვის მის მდგომარეობას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მოდელი გამხდარიყო. ის მშობლიურ ესპანეთში ფოტოსესიებშიც იღებს მონაწილეობას და ჩვენებებზეც გამოდის ხოლმე.
მარიანი არ არის ერთადერთი განსაკუთრებული მოდელი ტალიშა უაითის ჩვენებაზე. მის გარდა დეფილეზე გამოვიდნენ მეორე გოგო დაუნის სინდრომით და ეტლით მოსარგებლე გოგონა.
„მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ ქალის სილამაზის მრავალი ტიპი არსებობს”, – ამბობს დიზაინერი.

FB კომენტარები

კომენტარი