ნიუ-იორკელ ტურისტს ჩემოდნით მოჭრილი თავი გადაჰქონდა

84
SHARE

ნიუ-იორკელი ტურისტი ევგენი ბაირაქტარი, რომელსაც ჩემოდნით 27 წლის ქალბატონის მოჭრილი თავი გადაჰქონდა, იაპონიაში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას „New York Post“ ავრცელებს.
ახალგაზრდა მამაკაცი, პოლიციამ 22 თებერვალს დააკავა, რომელიც 16 თებერვალს გაუჩინარებული 27 წლის სააკი კონდოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
გავრცლებული ინფორმაციით, ბაირაქტარმა 27 წლის მსხვერპლი ონლაინ გაცნობის საიტზე გაიცნო.
ნიუ-იორკელ ტურისტს მამინაცვალი „დედიკოს ბიჭის“ სახელით მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ევგენი დედაზე იყო დამოკიდებული და დედამისი ყოველ მის მოთხოვნას დაუყონებლივ ასრულებდა.
როგორც ცნობილია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ევგენი ბაირაქტარი, 11 თვის განმავლობაში, საჰაერო ძალების თანამშრომელი იყო.

Comments

comments