ნიჟნი-ნოვგოროდში მამაკაცი ბავშვების ცხედრებისგან თოჯინებს ამზადებდა

77
SHARE

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს ანატოლი მოსკვინის იძულებითი მკურნალობა, რომელიც ცხედრების წაბილწვაში იყო ბრალდებული.
2011 წელს სამართალდამცველებმა მოსკვინი დააკავეს და მის სახლსა და ავტოფარეხში 26 თოჯინა აღმოაჩინეს, რომლებიც მუმიფიცირებული ცხედრებისგან იყო დამზადებული. სულ საქმე 38 ეპიზოდისგან შედგება. რაონულმა სასამართლომ, 2012 წელს, მამაკაცის მიმართ იძულებითი მკურნალობის დანიშვნის გადაწვეტილება მიიღო.
როგორც სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, მოსკვინი დიდი ხნის განმავლობაში ნიჟნი-ნოვგოროდის, მოსკოვის და ამავე ქალაქების ოლქების ტერიტორიაზე თხრიდა 3-დან 12-წლამდე ასაკის გოგონების საფლავებს, მათ ცხედრებს იღებდა და მათგან მუმიებს ამზადებდა. ამისთვის ის მარილისა და სოდისგან დამზადებულ სპეციალურ შემადგენლობას იყენებდა. გამოძიების პროცესში, მოსკვინი აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცველებთან. მან განმარტა, რომ უნდოდა ქალიშვილი ჰყოლოდა და მუმიებს ამიტომაც აკეთებდა. მისი თქმით, მუმიები შვილს უნაცვლებდნენ, მათ თავის შვილებად მიიჩნევდა, ესაუბრებოდა… მათთვის დღესასწაულებსაც კი აწყობდა. ექსპერტიზამ მამაკაცი შეურაცხადად სცნო. მას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს, რომელიც არ აძლევს საშუალებას, თავისი ქმედებების ფაქტიური ხასიათი და მათგან გამოწვეული საფრთხე გაიაზროს.

FB კომენტარები

კომენტარი